მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნეთანიაჰუ: ირანის მიზანი ისრაელის განადგურებაა

ირანის ბირთვული პროგრამის მიზანს ისრაელის განადგურება წარმოადგენს - განაცხადა 'გაზეთ Bild am Sonntag'-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. 

„არავითარი ეჭვი არაა, რომ ირანის რეჟიმი ჩვენს განადგურებას ისახავს მიზნად და მთელ ძალისხმევას ამ მიზნის მიღწევას მოახმარს' - აღნიშნა მან და დასძინა,რომ ჯერჯერობით ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ ირანი სერიოზულად განიხილავდეს თავისი ბირთვული პროგრამის განვითარების შეწყვეტის შესაძლებლობას.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე მადლობა გადაუხადა გერმანიის მთავრობას ისრაელის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა უაღრესად სასარგებლოა ორივე მხარისთვის. ადრე ხელმოწერილ იქნა ხელშეკრულება ისრაელისთვის „დელფინის' კლასის წყალქვეშა ნავის მიწოდების შესახებ. კიდევ ორი სუბმარინის მშენებლობა თითქმის უკვე დასრულებულია, მოსალოდნელია, რომ ისინი ისრაელის სახელმწიფოს მიმდინარე წელს გადაეცემა.

„მომავალში ასეთი კოოპერაციის წყალობით შესაძლებელი იქნება არა მარტო ჩვენი მოსახლეობის, არამედ გერმანელი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვაც' - ციტირებს ნეთანიაჰუს სიტყვებს „იტარ-ტასი'. პრემიერ-მინისტრის თქმით, მეორე მსოფლიო ომის წლებში ნაცისტების მიერ ებრაელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულობების შემდეგ ისრაელმა და გერმანიის ფედერაციულმა რეპუბლიკამ შეძლეს ორივე სახელმწიფოს ხალხებს შორის ხიდის გადება. 
 Internet.ge

ე.შ 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები