მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნესტან კირთაძე ბრიუსელში მიემგზავრება

სამოქალაქო მოძრაობა ' ქართულ-აფხაზური და ოსური სახლის' დამფუძნებელი და ლიდერი, პროფესორი ნესტან კირთაძე 10-14 სექტემბერს, საგანგებო მისიით ბრიუსელში მიემგზავრება. 
როგორც 'ინტერპრესნიუსს' კირთაძის პრესმდივანმა აცნობა, ევროპულ და საერთაშორისო სივრცეში პირველად ფუძნდება უმაღლესი საერთაშორისო რანგისა და სტატუსის 'ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობა' (E Georgian, Abkhazian, Ossetian     international    Movement -  for peace, democracy and development. EUGAO) .
ნესტან კირთაძე 11 სექტემბერს, ბრიუსელში, ოფიციალურად ხელს მოაწერს 'ქართულ -აფხაზური და ოსურ-ევროპული საერთაშორისო მოძრაობის' დაფუძნების დოკუმენტებს.
'ეს არის უნიკალური ფაქტი. ევროპაში პირველად ფუძნდება 'ქართულ-აფხაზური და ოსურ-ევროპული საერთაშორისო მოძრაობა,' მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარებისთვის, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ევროპეიზაციის რეალური გზაა, და რომელიც შექმნის ახალ საერთაშორისო ფორმატებს და ახალ რეალურ შესაძალებლობებს აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი სამშვიდობო დიალოგისთვის, სხვადასხვა სოციალური-ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული გრძელვადიანი პროექტების განსახორციელებლად; ხალხებს შორის ნდობისა და ურთიერთობების აღსადგენად. ეს არის რეალური ხიდი აფხაზებსა და ევროპას, ოსებსა და ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. ეს არის გზა, რომელსაც მუდმივი მშვიდობა ჰქვია', - განაცხადა ნესტან კირთაძემ ბრიუსელში გამგზავრების წინ.
კირთაძე სამშობლოში 15 სექტემბერს დაბრუნდება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები