მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნიკა გვარამია: 'რუსთავი 2' დღეს ყველაზე დაბალანსებული ტელევიზიაა და არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება'

'რუსთავი 2'-ის ახალი გენერალური დირექტორი ჟურნალისტებთან პირველ კომენტარს აკეთებს. 'არანაირი საფუძველი არ მაქვს, ტელეკომპანია 'რუსთავი 2'-ის მფლობელების კანონიერებაში ეჭვი შევიტანო. 'რუსთავი 2'-ის ძველი მეწილეების დავებთან დაკავშირებით სამართლებრივი განცხადებების კეთებას არ ვაპირებ. როცა საშუალება მექნება, პრეტენზიების საფუძვლებს გავეცნო, შემდეგ შემეძლება კომენტარის გაკეთებაც. ამ ეტაპზე კი ინფორმაცია მაქვს მიმდინარე მფლობელების თაობაზე. მე ვენდობი რეესტრის ამონაწერის უტყუარობის პრეზუმპციას. შესაბამისად, არავითარი საფუძველი არ მაქვს, ეჭვი შევიტანო არხის მფლობელების კანონიერებაში' - ამბობს ნიკა გვარამია. 

მან დღეს კომენტარი სამაუწყებლო კომპანიის საკონტროლო პაკეტის გაყიდვასთან დაკავშირებითაც გააკეთა.

'არხის 51 პროცენტის მფლობელია ტელეკომპანია 'საქართველო', რომელიც რეალურად აღარ არის ტელეკომპანია მას შემდეგ, რაც კუთვნილი სიხშირე სხვა იურიდიულ პირზე გაასხვისა. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ იმ იურიდიულ პირთან, რომელსაც 'საქართველომ' სიხშირე მიჰყიდა, 'რუსთავი 2'-ს და მის დამფუძნებლებს არავითარი სამართლებრივი ბმა არ აქვთ. თავის მხრივ, ტელეკომპანია 'საქართველოს' დამფუძნებლები ლევან და გიორგი ყარამანიშვილები არიან, რომლებიც, აქედან გამომდინარე, 'რუსთავი 2'-ის დამფუძნებლებიც გახლავთ. შესაბამისად 'რუსთავი 2'-ის დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს თუ ჩამოვთვლით, მათ ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და გოგი გეგეშიძე წარმოადგენენ. ტელეკომპანია 'საქართველოდან' კი დარჩა მხოლოდ მისი ქონება, რომელიც 'რუსთავი-2'-ს შეერწყა და ეს უკანასკნელი ქონებრივად გაძლიერდა. მას დაემატა ახალი შენობა, აპარატურა და რიგი სტუდიებისა' - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

'რუსთავი 2'-ის ახალი გენერალური დირექტორი დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, გუშინ დაინიშნა. რაც შეეხება არხის სარედაქციო პოლიტიკას, 'რუსთავი 2'-ის ახალი გენერალური დირექტორის თქმით, ის არ შეიცვლება. 

'სარედაქციო მიმართულებით ცვლილება არ იგეგმება. 'რუსთავი 2' დღეს ერთადერთი, ყველაზე დაბალანსებული ტელევიზიაა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს - ახალ ვითარებაში, ძალიან მწვავედ გავაშუქოთ ყველა ინფორმაცია, ხოლო თუ ჩემი მოსვლით ვინმეს კითხვის ნიშნები დაებადა, ეს კითხვები მალე გაქრება, დამერწმუნეთ' - ამბობს ნიკა გვარამია. 

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები