მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნიკა გილაური ასტანაში ვიზიტს გეგმავს

მაისში ასტანაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ვიზიტი იგეგმება, ამის შესახებ განცხადება ყაზახეთში საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ გაკეთა.

„საქართველოს მთავრობის მეთაური ნიკა გილაური, ყაზახეთში ვიზიტს მაისში გეგმავს'- განაცხადა ელჩმა. მისივე განმარტებით, გილაური ასტანაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კარიმ მასიმოვის მიწვევით ჩადის.

ნიკა გილაურის ყაზახეთში ვიზიტისას, ასტანაში ეკონომიკური ფორუმიც გაიმართება. 
როგორც კალანდაძე აცხადებს, ნიკა გილაურის ყაზახეთში ვიზიტისას მომზადდება ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბავის საქართველოში ვიზიტის დეტალები, რომელის წლის ბოლომდე უნდა შედგეს.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები