მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნიკა ჩიტაძე: რუსეთ-აშშ-ის 'გადატვირთვის პოლიტიკის' ჩავარდნამ, შესაძლოა, საქართველოს მიმართ კრემლის აგრესიული ზრახვები გაზარდოს

რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 'გადატვირთვის პოლიტიკის' ჩავარდნამ, შესაძლოა საქართველოს მიმართ კრემლის აგრესიული ზრახვები გაზარდოს. ამის შესახებ 'ჯი-ეიჩ-ენს' ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ რუსულ-ამერიკული ურთიერთობების შეფასებისას განუცხადა.

'რუსეთი ყველანაირად ცდილობს აშშ-სთან პოლიტიკური ვაჭრობა აწარმოოს, რადგან კრემლმა იცის, რომ დასვალეთს სჭირდება, იგივე აღვანეთში ტვირთბის გაზადვის და ირანის ბირთვული პროგრამის კუთხით', - აღნიშნა ჩიტაძემ.

იმ შემთხვევაში, კი თუ რუესეთი და აშშ ანტისარაკეტო სისტემების განთავსებაზე ვერ შეთანხმდებიან და ორ ქვეყანას შორის 'გადატვირთვის პოლიტიკა' ჩავარდება, ექსპერტის შეფასებით, კავკასიის რეგიონზე ნეგატიურად აისახება.

'ასეთ შემთხვევაში რუსეთის აგრესილი ზრახვები შესაძლოა გაიზარდოს საქართველოს მიმართ, რაც არ არის დაკავშირებული ფართო მასშატბიან აგრესიასთან. თუმცა, ეს იქნება ირიბის აგრესიის მცდელობა, იგივე ტერორისტული და დივერსიული აქტებისა და დესტაბილიზაციის მოწყობის მცდლებით', - დასძინა 'ჯი-ეიჩ-ენთან' საუბარში ჩიტაძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ და რუსეთი ანტისარაკეტო სისტემების განლაგბის საკითხზე შეთანახმების მიღწევას ვერ ახერხებენ, რის გამოც მოსკოვი ორ ქვანას შორის 'გადატვირთვის პოლიტიკის' შესაძლოა ჩავარდნასაც არ გამორიცხავს.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები