მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნიკოლა სარკოზის დაკითხვაზე დაიბარებენ

საპრეზიდენტი იმუნიტეტის გაუქმების შემდეგ, ნიკოლა სარკოზი პარტიის უკანონო ფინანსირებისა და კორუფციის საქმეზე ჩვენებას მისცემს. ის, სავარაუდოდ, უწყებას მას შემდეგ მიიღებს, რაც მომავალ კვირას ოფიციალურად დატოვებს ელისეის სასახლეს, - წერს „დეილი ტელეგრაფი'. 

სარკოზის დაკითხავენ იმ საქმის გამო, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც მისი უახლოესი თანამებრძოლი, საფრანგეთის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი ბერნარ სკვარსინია.

სკვარსინს გაზეთ „ლე მონდეს' კორესპონდენტის სატელეფონო საუბრების მოსმენაში ედება ბრალი. ეს იმისთვის გაკეთდა, რათა გამოემჟღავნებინათ ჟურნალისტის წყარო „ლორეალის' კომპანიის ხელმძღვანელის - ლილიან ბეტანკურის მიერ, პოლიტიკური პარტიების უკანონო დაფინანსების საქმესთან დაკავშირებით.

გაზეთი ამტკიცებს, რომ სპეცსამსახურები უკანონოდ უსმენდნენ კიდევ ორი ჟურნალისტის ტელეფონს. სკვარსინს კონფიდენციალური კავშირის დარღვევასა და მონაცემთა უკანონოდ მოგროვებაში ედავებიან.

კიდევ ერთი გამოძიება, რომლის გამოც შეიძლება სარკოზი დაკითხონ, ე.წ. „კარაჩის საქმეა' - პაკისტანთან სამხედრო კონტრაქტების გაფორმებისას სავარაუდო ქრთამების შესახებ. ფული, სავარაუდოდ, 1995 წელს ექს-პრემიერ ედუარდ ბალადიურის საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაიდო. სარკოზი მაშინ ბალადიურის უახლოესი თანამებრძოლი იყო.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები