მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნიკოლა სარკოზის სახლი პოლიციამ გაჩხრიკა

3 ივლისს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის სახლში და ოფისში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების  წინასაარჩევნო კამპანიის დროს მან არალეგალური გზით მიიღო თუ არა დამატებითი დაფინანსება.

კერძოდ, სარკოზის ბრალს დებენ იმაში, რომ მან უკანონო დაფინანსება მიიღო საფრანგეთის ყველაზე მდიდარი ქალბატონისგან, იმპერიის მემკვიდრისგან მადამ ბეტანკურისგან.

ყოფილი პრეზიდენტის სახლის გარდა ჩხრეკა ჩატარდა ასევე ერთ-ერთ საადვოკატო კანტორა „არნო, კლოდი და პარტნიორებშიც', რომელიც ნაწილობრივ ნიკოლა სარკოზის ეკუთვნის.

სკანდალი ჯერ კიდევ 2010 წლის ზაფხულში აგორდა, როცა მადამ ლილიან ბეტანკურის ყოფილმა ბუჰღალტერმა, კლერ ტიბუმ პოლიციას აცნობა, რომ სარკოზის პარტია „სახალხო მოძრაობისათვის კავშირის' წარმომადგენლებს 150 ათასი ევრო ნაღდი ფული გადასცა.

ტიბუს თქმით, ფული პარტიის ხაზინადრის, ერიკ ბერტისთვის იყო განკუთვნილი, რომელიც სარკოზის გამარჯვების შემდეგ ჯერ საბიუჯეტო საქმეთა მინისტრი გახდა, ხოლო შემდეგ უკვე სულ მალე მას შრომის სამინისტრო ჩააბარეს.

ბეტანკური ფულს სარკოზის საპრეზიდენტო კამპანიისთვის ხარჯავდა და ამაზე ის კონსულტირებას გადიოდა თავისი ოჯახისა და იმპერია L'Oreal-ის მრჩეველთან ფინანსურ საკითხებში, ამტკიცებდა მისი ყოფილი თანაშემწე.

მისი განცხადებითა და ასევე კიდევ რამდენიმე მოწმის ჩვენებით, სარკოზი არჩევნებამდე მინიმუმ ორჯერ მაინც იმყოფებოდა ბეტანკურის რეზიდენციაში.

თავად საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი ყველა ბრალდებას უარყოფს და ყოველივე ამას „ბინძურ ცილისწამებას' უწოდებს.

მისი ადვოკატის, ტიერი ერცოგის თქმით, ამჟამად თავად ნიკოლა სარკოზი ოჯახთან ერთად კანადაში იმყოფება.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები