მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნიკოლა სარკოზი არალეგალური პოლიტიკური დაფინანსების ბრალდებით დაკითხეს

საფრანგეთის ექს-პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის შესაძლოა, სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწიოს. გუშინ, ბორდოში, არალეგალური პოლიტიკური დაფინანსების მიღებაში ეჭვმიტანილი სარკოზის დაკითხვა 12 საათი მიმდინარეობდა. საბოლოოდ, მისი ადვოკატის განცხადებით, მას 'დამხმარე მოწმის' სტატუსი მიენიჭა, რაც კრიმინალურად უფრო მეტ პასუხისმგებლობას გულისხმობს, ვიდრე უბრალო მოწმეს აქვს და ნაკლებს, ვიდრე უშუალოდ ბრალდებულს. მიუხედავად ამისა, სარკოზის კრიმინალური პასუხისმგებლობის საკითხი ახლო მომავალში შესაძლოა, მაინც დადგეს. სამართალდამცავები ეჭვობენ, რომ საფრანგეთის ექს-პრეზიდენტმა ბოროტად გამოიყენა ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალბატონის, 'ლორეალის' კოსმეტიკური ფირმის მემკვიდრის, ლილიანა ბატენკურის ნდობა, რათა 2007 წლის საკუთარი საარჩევნო კამპანიისათვის დაშვებულზე ბევრად მაღალი ფინანსური შემოწირულობები მიეღო. ბეტანკურის ყოფილი პირადი ბუღალტერი აცხადებს, რომ თანხა ერიკ ვოერთს, სარკოზის კამპანიის ხაზინადარს ეძლეოდა. ვოერთიცა და სარკოზიც ბრალდებას უარყოფენ. დასავლურ პრესაში წერენ, რომ მიუხედავად იმისა, აღმოჩნდება თუ არა სარკოზი დამნაშავე, თავად დაკითხვის ფაქტი მნიშვნელოვან ჩრდილს მიაყენებს მის რეპუტაციასა და შეამცირებს პოლიტიკაში წარმატებით დაბრუნების შანსებს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები