მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნიკოლა სარკოზი მედიას უჩივის

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ინტერნეტ-გამოცემა MEDIAPART-ს სასამართლოში უჩივის. 
უცხოური მედიის ინფორმაცით, ამის მიზეზი გამოცემის მიერ სარკოზის 2007 წლის წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ გამოქვეყნებული სტატია გახდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ლიბიის ყოფილ ლიდერ მუამარ კადაფისთან კავშირში იყო დადანაშაულებული. სტატიაში საუბარია, რომ მის საარჩევნო კამპანიას ჯამაჰირიის ლიდერი აფინანსებდა.
'ეს დიდი ტყუილია. არსებობს მორალი და ის, ვინც ცრუობს, უნდა დაისაჯოს სასამართლოს მიერ', -აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი.
მუამარ კადაფის ვაჟს, სეიფალ-ისლამს არაერთხელ უთქვამს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისმა ოჯახმა 50 მილიონი ევრო გადარიცხა სარკოზის საარჩევნო კამპანიისთვის, სიმართლეს შეესაბამებოდა.
აღსანისნავია, რომ ეს არ არის ერთადერთი ბრალდება, რომელიც სარკოზის წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაისმა. რამდენიმე დღის წინ მას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი დირექტორის, დომინიკ სტროს-კანის ბრალდების უარყოფაც მოუწია, სადაც სტროს-კანი მის წინააღდმეგ აგორებულ სექსულაურ სკანდალში სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტს ადანაშაულებდა.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 6 მაისს არის დაგეგმილი. ნიკოლა სარკოზის მოწინააღმდეგე 'სოციალისტი' ფრასნუა ოლანდი იქნება.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები