მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნიკოლა სარკოზი სირიაში ომისთვის ემზადება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ მზადაა დაიწყოს სამხედრო ოპერაცია ბაშარ ასადის რეჟიმის დასამხობად, მხოლოდ ეს იმ შემთხვევაში, თუ ამის ნებას გაერო მისცემს. თუმცა, სირიის დაბომბვის წინააღმდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა გამოდის, რომელმაც ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ასეთი რადიკალური ნაბიჯი, სირიასთან მიმართებაში, შეცდომა იქნება.

ობამამ ეს განცხადება ჯონ მაკკეინის და რიგი სხვა რესპუბლიკელი სენატორების წინადადების კომენტირებისას გააკეთა. რესპუბლიკელები აშშ-ის პრეზიდენტისგან, ასადის მიმართ მკაცრი ღონისძიერების გატარებას, კერძოდ, სამხედრო ჩარევის გზით მის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას ითხოვენ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის აზრით, ეკონომიკური და დიპლომატიური სანქციები გაცილებით ეფექტური იქნება საიმისოდ, რომ ასადის რეჟიმი დაინგრეს.

როგორც ცნობილია, ამჟამად, სირიაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. უკვე წელიწადია არ წყდება ბრძოლები არმიასა და ბაშარ ასადის ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს შორის. საომარი მოქმედებების შედეგად, ასობით მშვიდობიანი მაცხოვრებელი დაიღუპა, ხოლო ათასობით, დევნილად იქცა. შექმნილი სიტუაციის გამო, თურქეთის პრემიერი, რეჯეპ ტაიპ ერდოგანი ინიციატივით გამოვიდა, რომ სამოქალაქო მოსახლეობის დასახმარებლად, ჰუმანიტარული კორიდორი შეიქმნას.    

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები