მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნინო ბურჯანაძეს ძალისმიერი რევოლუცია სურს

ნინო ბურჯანაძე საკუთარ გეგმებს, რომელიც მიტინგებზე ძალის გამოყენებას ითვალისწინებს უკვე აღარ მალავს. „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერი', ულტიმატუმების ენით საუბრობს და აცხადებს, რომ  თუ ხელისუფლება მშვიდობიანად არ გადადგება, მაშინ მმართველის გუნდი ძალისმიერ რევოლუციას მიიღებს.  

„ვაფრთხილებთ ხელისუფლებას - მიტინგები არის მშვიდობიანი, კანონიერი და მოგვცენ შეკრების შესაძლებლობა, რათა ხალხმა თავისი სათქმელი თქვას. ამ ხელისუფლებას დიდი დღე არ უწერია, ეს მათ ძალიან კარგად იციან. გვესმის, რომ აგონიაში არიან. მათ ყველა შემთხვევაში მოუწევთ წასვლა და სჯობს, წავიდნენ მშვიდობიანად' - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 ნინო ბურჯანაძის რადიკალურობისა და რევოლუციური სურვილების შესახებ, ჯერ კიდევ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც ის ოპოზიციაში გადაბარგდა და „პირი გააღო'. შევახსენოთ ქალბატონ ბურჯანაძეს, თუ რას  აცხადებდა მაშინ, როდესაც ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენდა და როგორი ტონით ესაუბრებოდა პოლიტიკურ ოპონენტებს.  

დღეს, ბურჯანაძეს კარგად ესმის მოსკოვში გაკეთებული განცხადებები და მის არსსაც წვდება, თუმცა, იყო დრო, როდესაც რუსეთის პოლიტიკა არ ესმოდა და აკრიტიკებდა.  „ ვიმედოვნებ, რომ რუსეთი კარგად გააცნობიერებს, თუ რა სახიფათოა თავად მისთვის კოსოვოს პრეცედენტულობაზე საუბარი. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებები უცნაურია' - აცხადებდა ბურჯანაძე მაშინ.

ნინო ბურჯანაძე ყოველთვის გაწონასწორებული, მაგრამ ცინიკური იყო პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.  სად იყო ნინო ბურჯანაძე და რას აკეთებდა, როცა მას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერთა განცხადება დაუდეს მაგიდაზე?  შეგახსენებთ, რომ განცხადებაში საუბარი იყო 2007 წლის მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევასა და 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე. ოპოზიციური სპექტრი იწრმუნებოდა, რომ არჩევნები გაყალბდა, ხოლო 2007  წელს, მშვიდობიანი მანიფესტაცია ხელისუფლებამ უკანონოდ დაარბია.  მაშინ ნინო ბურჯანაძე კაბინეტში „გამომწყვდეული', საკუთარი პოლიტიკური კარიერის წინსვლაზე ფიქრობდა და ნაკლებად ადარდება თანაგუნდელების უკანონო მოქმედება.  

დღეს, ღიად საუბრობენ რევოლუციური ძალების რუსეთიდან დაფინანსების საკითხზე. ნინო ბურჯანაძეც არაერთხელ ხლებია საქართველოს მაოკუპირებელი ქვეყნის პირველ და მეორე პირებს.  ოთხი წლის წინ კი, ნინო ბურჯანაძე აცხადებდა:„შიდა ძალების გამოყენებით, გარედან ჩვენი ქვეყნისთვის შექმნილი საფრთხე  ჯერ მთლიანად აღმოფხვრილი არ არის... ასევე, არ გამოვრიცხავ საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შესაძლებლობას უფრო ადრე, ვიდრე ამას დეკრეტი ითვალისწინებს.  (შეგახსენებთ, რომ 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს, საქართველოს პარლამენტმა , ერთსულოვნად დაუჭირა მხარი პრეზიდენტის 7 ნოემბრის დეკრეტს, ქვეყანაში 15 დღით საგანგებო მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებით).

„არიან ადამიანები და პოლიტიკური ძალები, რომლებთან მე და ჩემი კოლეგები დიალოგს არ გავმართავთ - ეს არია ის ადამიანები, რომლებიც მხილებულნი და ეჭვმიტანილნი არიან კონკრეტულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. მათთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს. მაგრამ მზად ვართ ყველა დანარჩენს ველაპარაკოთ,' - აცხადებდა ბურჯანაძე.  

ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რომელ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს დღეს ნინო ბურჯანაძე? ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს, თუ კონკრეტულ სპეცსამსახურებთან მოთანამშრომლე პარტიის ლიდერს?  საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის შეფასებით, ნინო ბურჯანაძე სწორედ იმ პოლიტიკურ ძალას  წარმოადგენს, რომელიც მხილებული და ეჭვმიტანილია სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. ამის შემდეგ, რატომ უკვირს „ფქვილის პრინცესას' თუ ხელისუფლებას მასთან სალაპარაკო აღარაფერი აქვს?

და ბოლოს, ბურჯანაძეს ერთ თავისსავე ფრაზას გავახსენებთ. „მე ნაკლებად მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც კრიტიკას მას შემდეგ იწყებენ, რაც მათ სავარძელი გამოეცლებათ'. ეს რევოლუციონერი ქალბატონმა 2005 წელს განაცხადა და მისი სიტყვების ადრესატი სალომე ზურაბიშვილი იყო. რატომ უნდა დავუჯეროთ ქალბატონ ბურჯანაძეს? მან, ხომ კრიტიკა მაშინ დაიწყო, როდესაც სავარძელი გამოეცალა?

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები