მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნინო ბურჯანაძეს 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურაში დაკითხავენ

დღეს, 27 თებერვალს 14:00 საათზე დაკითხავენ.,,დემოკრატიული მოძრაობის' ლიდერს ნინო ბურჯანაძეს პროკურატურაში როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან' საუბარში ნინო ბურჯანაძემ განაცხადა მისი დაკითვა 26 მაიის მოვლენებს უკავშირდება.

,,მივესალმებით იმ ფაქტს, რომ პროკურატურამ აღძრა 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით საქმე, რომელიც ყველა იმ ადამიანის პრინციპული მოთხოვნა იყო, ვინც 26 მაისის მოვლენებში მონაწილეობას ვიღებდით. მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებთან ისაუბრეს ნონა გაფრინდაშვილმა, გია ბურჯანაძემ, ირაკლი ბათიაშვილმა, ასევე ჩვენი პარტიის წარმომადგენლებმა და მათ ახსნა-განმარტება მისცეს', - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ პარასკევს, 22 თებერვალს პროკურატურის წარმომადგენელი დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ 26 მაისის მოვლენებთან სასაუბროდ გამომძიებლები თავად მასთან მივიდოდნენ.

,,მიმაჩნია, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით გამოძიებას ხელი მაქსიმალურად უნდა შეუწყოთ და გამოძიებასთან იქით უნდა მივიდეთ. ამიტომ მზადყოფნა გამოვთქვი, რომ პროკურატურაში თავად მივიდე და მივაწოდო აბსოლუტურად სრულყოფილი ინფორმაცია ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით რომელიც პროკურატურას დააინტერესებს', -განაცხადა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი მაშინ დასრულდება, როცა ყველა უკანონო პოლიტპატიმრის საკითხი ბოლომდე იქნება მიყვანილი.

,,სამართლიანობის აღდგენის პროცესით ყველა ჩვენგანი კმაყოფილი მაშინ ვიქნებით როცა ყველა უკანონო პოლიტპატიმრის საკითხი ბოლომდე მიყვანილი იქნება, ეს ადამიანები გათავისუფლდებიან და შესაბამის კომპენსაციას მიიღებენ, ხოლო ადამიანები რომელებიც უსამართლობას ჩადიოდნენ დაისჯებიან, ან მორალურად, ან პოლიტიკურად, ან სამართლებრივად', -განაცხადა ბურჯანაძემ.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები