მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნინო ბურჯანაძე ახალი ხელისუფლების კრიტიკაზე სამთვიან მორატორიუმს აცხადებს

'დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო' ახალი ხელისუფლების კრიტიკაზე სამთვიან მორატორიუმს აცხადებს. ეს გადაწყვეტილება ჟურნალისტებს დღეს მოძრაობის ხელმძღვანელმა ნინო ბურჯანაძემ გააცნო. 
ბურჯანაძე აცხადებს, რომ 'ქართული ოცნების' სამთავრობო პროგრამა ემთხვევა 'დემოკრატიული მოძრაობის' პროგრამასა და ხედვას და მათთვის მნიშვნელოვანია ამ პროგრამის რეალიზება და პოლიტიკურად მისაღებია მისი მხარდაჭერა. 
'ჩვენთვის გასაგებია სურვილი და მოლოდინი, რომ ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა მყისიერად მოგვარდეს. ახალი მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებები კი იმდენად მასშტაბური და მრავლისმომცველია, რომ მათი განხორციელებისათვის გარკვეული პერიოდია საჭირო, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ახალ ხელისუფლებას 'ნაციონალური მოძრაობისაგან' მემკვიდრეობით ერგო უმძიმესი ვითარება ყველა მიმართულებით.
ლოგიკურია, რომ ახალ ხელისუფლებას საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალებისაგან მიეცეს დრო, რომ მოახდინოს საკუთარი ძალების მობილიზება ქვეყანაში არსებული პრობლემების შესწავლისა და მოგვარებისთვის. აქედან გამომდინარე, 'დემოკრატიული მოძრაობა' აცხადებს სამთვიან მორატორიუმს ხელისუფლების კრიტიკაზე და მოუწოდებს როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე მთელს საზოგადოებას, შემოუერთდეს ჩვენს ინიციატივას', - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, 'დემოკრატიული მოძრაობა' აუცილებლობის შემთხვევაში დააფიქსირებს პოზიციას ქვეყნისთვის პრინციპულ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე. 
ბურჯანაძე მიიჩნევს რომ სწრაფად უნდა მოხდეს პოლიტიკური და უკანონო პატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური დევნილების სამშობლოში დაბრუნება. მაქსიმალურად სწრაფად უნდა დაიწყოს 'ნაციონალური მოძრაობის' ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილებათა რევიზია, რომლის საფუძველზეც ქვეყნის ასობით ათას მოქალაქეს მიადგა მორალური და მატერიალური ზიანი. 
'გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომელთა მიმართ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ. ეჭვის დადასტურების შემთხვევაში, მათ პასუხი უნდა აგონ თავისუფალი სასამართლოს წინაშე', -განაცხადა ბურჯანაძემ
ბურჯანაძის თქმით, 'დემოკრატიული მოძრაობა' გადადის საკუთარი პარტიული სტრუქტურების, რეგიონული და რაიონული ორგანიზაციების რეფორმირებისა და გაძლიერების რეჟიმში. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები