მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნინო ბურჯანაძე ივანიშვილისგან ხელისუფლებასთან გარიგების დამადასტურებელ მასალებს ითხოვს

„დემოკრატიული მოძრაობის' ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ბიძინა ივანიშვილისგან პრესით გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებას მოითხოვს. როგორც ბურჯანაძემ ივანიშვილის მიერ „ალიაში' გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, „ქართული ოცნების' ლიდერს ხელისუფლებასთან ბურჯანაძის კავშირის დამტკიცება მოუწევს.

'გაუგებარი და აუხსნელი გახლავთ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ჩემი მისამართით წაყენებული ბრალდება. ულტიმატუმის ფორმით მოვითხოვ ბატონ ბიძინასგან დაადასტუროს, ეკუთვნის თუ არა მას ის ბრალდება რომელიც გაზეთ 'ალიაში' გამოქვეყნდა? ნამდვილად თვლის თუ არა ივანიშვილი, რომ ნინო ბურჯანაძე არის შეკრული ხელისუფლებასთან და ადასტურებს თუ არა იმას, რომ ვუღალატე სამშობლოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც 26 მაისს იბრძოდა სააკაშვილის წინააღმდეგ? არავის ვაპატიებ ჩემი თანამებრძოლების შეურაცხყოფასა და ღირსების შელახვას',- განაცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა და მე ამას უზრუნველვყოფ. პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები თქვენთვისაც ცნობილია, მე კი კარგად ვიცი, როგორ უნდა ვიბრძოლო',- აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის' ლიდერი.

ბურჯანაძე ივანიშვილის განცხადებას, კოალიციის „რთული ვითარებით' ხსნის.

'ისინი რთულ ვითარებაში არიან: ქუჩის აქციებს თავად აანონსებენ. კოალიციაში შემავალი ძალების გამო, კი იხსნება ვითომდა დასავლური ფაქტორი, ამიტომ საჭიროა თავის მართლების ახალი საბაბის ძებნა. გარწმუნებთ, მოღალატეობის ბრალდება დაუსჯელი არ დარჩება'- განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და ივანიშვილს პასუხის გაცემისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, საგაზეთო ინტერვიუში, რომელიც დღეს 'ალიამ' გაავრცელა, ივანიშვილმა  ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულა.

Internet.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები