მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნინო ბურჯანაძე: მანიფესტაციების ჩატარება შეუძლებელი გახდება

 

'დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი' ნინო ბურჯანაძე 'შეკრებებისა და მანიფესტაციების' შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კანონპროექტის მიხედვით 'მანიფესტაციების ჩატარება შეუძლებელი გახდება'.

'საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობა ადასტურებს, რომ ქვეყანა არა მხოლოდ მინი ბელორუსი ხდება, არამედ მინი საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბებისკენ მიექანება',- აცხადებს ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი 'შეკრებებისა და მანიფესტაციის' შესახებ კანონში შესატან ახალ ცვლილებათა პაკეტზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უწყებასთან 20 მეტრი რადიუსის სიახლოვეს აქციის ჩატარება აიკრძალება.

ჯეონიუსი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები