მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნინო კალანდაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა

'ოკუპირებული ტერიტორიები წარმოადგენს უკონტროლო ტერიტორიებს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განაცხადი მიუთითებს იმის აუცილებლობაზე , რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნდა განთავსდეს საერთაშორისო საპოლიციო ძალები', - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.
კალანდაძის თქმით, საერთაშორისო საპოლიციო ძალების ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსების საკითხი წარმოადგენს განსაკუთრებულ თემას ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში.
'ჟენევის მოლაპარაკებები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უსაფრთხოების მექანიზმების ჩამოყალიბებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა, რომ მოვუწოდოთ ყველა მონაწილე მხარეს, იყოს მეტად კონსტრუქციული იმისთვის, რომ მოხდეს ამ შავი ხვრელების ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე', - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი სცილდება მხოლოდ საქართველოს პრობლემას და ეს წარმოადგენს რეგიონული უსაფრთხოების პრობლემას.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გასულ კვირას გამოაქვეყნა 2012 წლის ანგარიში, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ნარკოტრეფიკის მთავარ კერად არის მიჩნეული. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები