მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნინო კალანდაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის მოადგილე - კორნელია პიპერი, დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ნინო კალანდაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და გერმანიას შორის საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების მნიშვნელობა და მათი გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები, საერთაშორისო განვითარების სფეროში პროექტების მიმდინარეობა და სხვა მნიშვნელოვანი თემები.

შეხვედრაზე გერმანულ მხარეს მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების, ეკონომიკური რეფორმების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებისა და რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე აქტუალურ თემებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს გერმანიის მიერ საქართველოს მიმართ გაწეული დახმარებისა და თანადგომისათვის. თავის მხრივ, კორნელია პიპერმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის უცვლელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ვიზიტის ფარგლებში, კორნელია პიპერი ასევე შეხვდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, დიმიტრი შაშკინს. აღსანიშნავია, რომ ვიზიტი ემთხვევა საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლის იუბილეს.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები