მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნინო კალანდაძე - აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში, სავარაუდოდ, ზაფხულამდე ჩამოვა

შემოდგომაზე საქართველოში დაგეგმილი არჩევნებისათვის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, სავარაუდოდ, უკვე რიჩარდ ნორლანდი იქნება , - ამის შესახებ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალნდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით პროცედურები მკაცრად გაწერილი არ არის, თუმცა სავარაუდოდ ახალი ელჩი ზაფხულამდე იქნება წარმოგზავნილი საქართველოში. 
ამასთან, კალანდაძის განცხადებით, პოლიტიკური გადმოსახედიდან ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან აშშ-ის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში უცვლელი რჩება. 
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს აშშ განიხილავს როგორც ერთგულ მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს და ნებისმიერი მისი წარმომადგენელი საქართველოში აშშ კურსის გამტარებელი იქნება. 
რიჩარდ ნორლანდი საქართველოში აშშ-ის ელჩად სენატმა 29 მარტს დაამტკიცა. ნორლანდი ჯონ ბასს შეცვლის, რომელსაც საქართველოში დიპლომატიური მისიის ვადა ეწურება.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები