მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნინო კალანდაძე: „სამწუხაროა, რომ სომხეთმა გაეროში დევნილების შესახებ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ სომხეთმა მხარი არ დაუჭირა დევნილების შესახებ გაერო-ში საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას. ამის შესახებ განცხადება დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ტრადიციულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ გააკეთა.
„სამწუხარო დამოკიდებულებაა ჩვენს მიმართ. ჩვენ ამას სინანულით ვხვდებით, რომ სომხეთი არ იზიარებს ჩვენს ოფიციალურ პოზიციას. მითუმეტეს, რომ ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუცია მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათისაა და არ ისახავს მიზნად რაიმე პოლიტიკურ მოტივაციას.“- განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მისივე თქმით, გაერო-ში რეზოლუციის მიღების წინა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ თავის სომეხ კოლეგას მისწერა ოფიციალური თხოვნის წერილი, რომ სომხეთს მხარი დაეჭირა რეზოლუციისათვის.
„სომხებს თვითონ კონფლიქტებისადმი აქვთ განსხვავებული დამოკიდებულება და განსხვავებულად ხედავენ რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხს საკუთარი პრობლემატიკიდან გამომდინარე.“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სომხურმა მხარემ მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, ქართული მხარე გააგრძელებს ძალისხმევას იმისათვის, რომ საქართველომ თავისი მეგობრები რეზოლუციის სიმართლეში დაარწმუნოს.

onlinenews.ge

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები