მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნინო კალანდაძე: საქართველო გერმანიისგან დიდ მხარდაჭერს გრძნობს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის - ნინო კალანდაძის განცხადებით, საქართველო გერმანიისგან დიდ მხარდაჭერს გრძნობს და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა ამ მიმართულებით გაგრძელდება.

როგორც კალანდაძემ დღეს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქართულმა მხარემ გერმანიის საგარეო უწყებას, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა.

„მოვიცავით მთელი სპექტრი ურთიერთობებისა, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი. რასაკვირველია შევეცადეთ მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაცია მიგვეწოდებინა მიმდინარე პროცესების თაობაზე, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ასევე,  საარჩევნო კლიმატის გარშემო მიმდინარე რეფორმების თვალსაზრისით. ჩვენ გერმანიისგან ძალინ დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ურთიერთობებში',- განაცხადა კალანდაძემ.

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის მოადგილე კორნელია პიპერი საქართველოს ხვალ დატოვებს. ვიზიტის ფარგლებში კი, კორნელია პიპერი, ასევე  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, დიმიტრი შაშკინსაც შეხვდება.

internet.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები