მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნინო კალანდაძე: საქართველო მზადაა რუსეთთან დიალოგისთვის

 

საქართველო მზადაა რუსეთთან დიალოგისთვის. სწორედ ამ შინაარსის ნოტას დღეს ოფიციალური თბილისი შვეიცარიულ მხარეს დღეს გადასცემს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოაგდილე ნინო კალანდაძის განმარტებით, საქმე ეხება გაერო-ს საერთაშორისო მართლმსაჯულების მიერ 1 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ჰააგის სასამართლომ რუსეთ-საქართველოს შორის დავის არსებობა დაადგინა, თუმცა საქართველოს დავის საბოლოოდ აღმოფხვრის მიზნით რუსეთთან დიალოგისკენ მოუწოდა.

'საქართველო 2008 წლის ომამდე და ომის შემდეგაც რუსეთთან დიალოგის წარმოებას და პრობლემატური საკითხების მოლაპარაკებების გზით გადაჭრას ცდილობდა, მაგრამ ჩვენს ამ ინიციატივას წარმატება არ მოჰყოლია. რაკი გაერო-ს მართლმსაჯულებამ მიზანშეწონილად ჩათვალა, საქართველომ რუსეთთან კონვენციის დარღვევის ფარგლებში მოლაპარაკება აწარმოოს, ჩვენ შვეიცარიას გადავცემთ ნოტას, რომელშიც დიალოგის წარმოების შესახებ მზადყოფნაა დაფიქსირებული', - განაცხადა კალანდაძემ.

ჯეონიუსი

ე.შ

 

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები