მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნინო კალანდაძე – სამწუხაროა, რომ თანამშრომლობის ნაცვლად რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ბრალდებებს თხზავს

ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაგეგმილ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით თანამშრომლობის ნაცვლად რუსეთი საქართველოს შესახებ ბრალდებებს თხზავს , - ამის შესახებ 'ინტერპრესნიუსს' საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.
 მისი თქმით, იმ ფონზე, როცა დადასტურებულია, რომ საქართველოს წინააღმდეგ ტერორისტული აქტები რუსეთის მიერ კონტროლირებად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მზადდებოდა, მოსკოვის მიერ შეთხზული ბრალდებები და არაკონსტრუქციულობა სამწუხაროა.
 როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, მსგავს ინფორმაციას საქართველოსთან მიმართებაში რუსი მაღალჩინოსნები და 'ეფ ეს ბეს' ანონიმური წყაროები ხშირად ავრცელებენ, თუმცა, შესაბამისი მტკიცებულებები მოსკოვს არასოდეს წარმოუდგენია.
 'საქართველოსთან დაკავშირებით მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებით რუსეთის ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის თვალში თავისი არაკომპეტენტური და უსუსური პოლიტიკის გამართლებას ცდილობს. სურთ, როგორმე გაამართლონ თავიანთი დანაშაულებრივი პოლიტიკა კავკასიელ ხალხთან მიმართებაში. რუსეთი მუდმივად ეძებს დაძაბულობის კერას საქართველოში და ამავდროულად ცდილობს, მოსინჯოს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია', - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
 რუსულ მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია პანკისის ხეობაში ტერორისტების მომზადების შესახებ. რუსული საინფორმაციო სააგენტოების მტკიცებით, რუსეთში პანკისის ხეობიდან 70-მა 'ბოევიკმა' შეაღწია.

ინტერპრესნიუსი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები