მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნინო ქადაგიძე-ჟვანია - ოქრუაშვილი ყოველთვის იმას ლაპარაკობს, რაც აწყობს

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოჯახის პოზიციას არ ცვლის , - ამის შესახებ 'ინტერპრესნიუსს' გარდაცვილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას ქვრივმა, ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ განუცხადა.
მისივე განმატებით, ოქრუაშვილი ყოველთვის იმას ლაპარაკობს, რაც აწყობს.
'რა თქმა უნდა, ოქრუაშვილის განცხადება არანაირად არ ცვლის ჩვენს პოზიციას. ოქრუაშვილი ყოველთვის იმას ლაპარაკობს, რაც აწყობს და ამ სიტუაციაში ზუსტად არ ვიცი, რატომ აწყობს ამის თქმა. ალბათ, ეს მის ციხიდან გამოსვლასთანაა დაკავშირებული', - განმარტა ქადაგიძე-ჟვანიამ.
ამასთან, ზურაბ ჟვანიას ქვრივის თქმით, მისთვის ოქრუაშვილის გათავისუფლება მოულოდნელი იყო.
'ჩვენთვის მოულოდნელი იყო, რომ ოქრუაშვილი ასე უცებ გაათავისუფლეს. ალბათ, იქ რაღაც პროცესები მიდის, თუმცა ზუსტად მიჭირს თქმა. მე ოქრუაშვილისგან განსხვავებით რაც არ ვიცი, იმას არ ვლაპარაკობ. ალბათ, გაირკვევა ყველაფერი', - აღნიშნა ნინო ქადაგიძემ.
18 იანვარს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 'მე-9 არხთან' საუბარში განაცხადა, რომ მისი აზრით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება 'მკვლელობა არ იყო'.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები