მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნიუტ გინგრიჩი აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებში ბრძოლას გამოეთიშა

წარმომადგენლობითი პალატის ყოფილმა სპიკერმა ნიუტ გინგრიჩმა ოფიციალურად განაცხადა, რომ  აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობისთვის ბრძოლას წყვეტს.

BBC-ის ინფორმაციით, გინგრიჩმა მხოლოდ ნაწილობრივი მხარდაჭერა გამოამჟღავნა, რესპუბლიკური პარტიის ფავორიტის - მიტ რომნის მიმართ.

ვირჯინიის შტატში გამოსვლისას წარმომადგენლობითი პალატის ყოფილმა სპიკერმა განაცხადა, რომ კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩევლების თვალსაზრისით, რომნი ობამას სჯობს.

„ხშირად მეკითხებიან, საკმარისად კონსერვატიულია თუ არა მიტ რომნი. ჩემი პასუხი მარტივია: ბარაკ ობამასთან შედარებით? ჩვენ არჩევანს მიტ რომნისა და  ამერიკის ისტორიაში ყველაზე რადიკალ და მემარცხენე პრეზიდენტს შორის ვაკეთებთ',- განაცხადა გინგრიჩმა.

მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი, მიტ რომნი, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ლიდერობს. მას მხოლოდ ერთი კონკურენტიღა დარჩა - რონ პოლი, რომელიც ლიდერს საგრძნობლად ჩამორჩება. 

Internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები