მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნიუ იორკის ფედერალურმა სასამართლომ ოსამა ბინ ლადენის საქმე ოფიციალურად დახურა

 

ნიუ იორკის ფედერალურმა სასამართლომ გუშინ 'ნომერ პირველი ტერორისტის' ოსამა ბინ ლადენის საქმე ოფიციალურად დახურა. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ 'ალ ქაიდას' ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ნიუ იორკის სასამართლომ ოსამა ბინ ლადენზე ძებნა პირველად 1998 წელს ამერიკელ ჯარისკაცებზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ გამოაცხადა, რის შედეგადაც 18 ჯარისკაცი დაიღუპა. ტერორისტული ორგანიზაციის 'ალ ქაიდას' ლიდერი ასევე ეჭვმიტანილი იყო 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებულ ტერორისტულ აქტში.

შეგახსენებთ, რომ ოსამა ბინ ლადენი მიმდინარე წლის 2 მაისს პაკისტანში ქალაქ აბოტაბადში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს.

ჯეონიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები