მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნობელის მშვიდობის პრემიაზე განაცხადების რეკორდი მოხსნილია

ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა მშვიდობის პრემიაზე 2010 წელს განაცხადების რეკორდული რაოდენობა მიიღო. ეროვნული პარლამენტის წარმომადგენლებმა, პრემიის ლაურეატებმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა პროფესორებმა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ამ ჯილდოზე სულ 241 კანდიდატურა წარადგინეს, რომელთაგან 50-ორგანიზაციაა. ამის შესახებ ინფორმაცია ოსლოში განთავსებულმა კომიტეტის სამდივნომ გაავრცელა.

წინა რეკორდი შარშან დამყარდა, როდესაც კომიტეტის თანამშრომლებმა ლაურეატის წოდებაზე წარდგენის შესახებ 237 განაცხადი მიიღეს. შიდა პროცედურების თანახმად ყველ კანდიდატის სახელი 50 წლის განმავლობაში საიდუმლოდ ინახება. ამის გამო კომიტეტი კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა.

Opinion.ge

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები