მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნოდარ როგორი? - ხადური თავის დროზე სააკაშვილმა მთავრობიდან „გააპანღურა“

„ბიზნესკურიერის' არქივში აღმოჩნდა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირდაპირ ეთერში გამოსვლის ჩანაწერი, სადაც ის ფინანსთა მაშინდელი მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის შესახებ საუბრობს. საუბარი ეხება სარჩელებს, რომლებიც შეტანილი იყო ფინანსთა სამინისტროს მიერ სასამართლოში და პროცენტულად მზარდი დავალიანების მქონე ბიზნესმენებისგან მაქსიმალური თანხის ამოღებას ისახავდა მიზნად.

მანამდე მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სარჩელები ფინანსთა სამინისტროს უკან უნდა გამოეხმო, მაგრამ ეს პროცესი ჭიანურდებოდა, რის შემდეგაც სააკაშვილი პირადად ჩაერია საქმეში და ზურაბ ნოღაიდელს მისი მოადგილის ნოდარ ხადურის სამსახურიდან გათავისუფლება მისივე თანდასწრებით მოსთხოვა.

მოგვიანებით, პირდაპირ ეთერში გამოსვლისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სწორედ ხადური ბლოკავდა სარჩელების გამოხმობის პროცესს. „დღეს ჩვენ გავაპანღურეთ ნოღაიდელის ერთ-ერთი მოადგილე ხადური, რომელიც ბლოკავდა ამ საკითხს, მაგრამ მე გავაფრთხილე ნოღაიდელი, რომ მსგავსი რამის კიდევ ერთხელ გამეორების შემთხვევაში პირადად აგებს პასუხს', - აღნიშნავს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ზურაბ ნოღაიდელი მეორედ გახდა ფინანსთა მინისტრი მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში, ნოდარ ხადურმა მის მოადგილედ სამი თვის განმავლობაში იმუშავა, რის შემდეგაც თანამდებობიდან სკანდალურად გაათავისუფლეს.

ბმული ვიდეოზე

http://intermedia.ge/vid/148519-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%90-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%96%E1%83%94/14/

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები