მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნოვოდვორსკაია: კრემლის „ტროას ცხენიდან“ მალე ტანკები გამოვლენ…

„საქართველოში საქმე ძალიან ცუდადაა. მშფოთვარე ქართველები, აქამდე რომ ვერ ისწავლეს საპარლამენტო მეთოდებით მოქმედება, პრეზიდენტს პარლამენტში არ უშვებენ. ესენი აპირებენ საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბებას? სადაც პრემიერ-მინისტრი კანონიერი ქურდივით იქცევა , ხოლო მისი დამქაშები - „ოცნებაგამარჯვებულები'- როგორც ბანდიტები. ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც კი არ შეუშვეს მიხეილ სააკაშვილი' - აცხადებს რუსი უფლებადამცველი ვალერია ნოვოდვორსკაია გამოცემა „გრანი.რუ'-ში.

მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილი ტარანია', რომლის საშუალებითაც რუსეთი ცდილობს გაანადგუროს სააკაშვილი და მისი გუნდი, რომლებიც ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული რეფორმებს ატარებს და რომელსაც მოკავშირედ აშშ ჰყავს და ეს ყველაფერი ხდება მოწინააღმდეგის ზურგში: პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ. 

ნოვოდვორსკაია აღნიშნავს, რომ „საქართველოს მეოთხედი მოსკოვის მიერაა ოკუპირებული და რადგანაც ოკუპაცია არ დასრულებულა, ყველა, ვინც რუსეთთან შერიგების შესაძლებლობაზე საუბრობს, - მოღალატეა'.

რუსი უფლებადამცველი განმარტავს, რომ 2008 წელს საქართველოში შემოსული რუსული ტანკები რუსებს არ შეუჩერებიათ და ეს ბუშმა გააკეთა, რუსები კი არც დღეს არიან მზად აღიარონ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ნაწილებია. ის წერს, რომ ივანიშვილი „ვერაგულად მოიქცა', პუტინის მსგავსად და მისი გამარჯვება არჩევნებში სპეცოპერაცია იყო, რადგან ივანიშვილს კარგად ასწავლეს „კგბ'-ს ინსტრუქტორებმა.

ნოვოდვორსკაიას თქმით, საქართველოში, კრემლის „ტროას ცხენიდან' მალე ტანკები გამოვლენ. 

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები