მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნოვოდვორსკაია: „საქართველო ბურჯანაძეს არასოდეს აპატიებს'

რუსეთისთვის საქართველო ნომერი პირველი მტერია , – განცხადება ამის შესახებ ვალერია ნოვოდვორსკაიამ უკრაინული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ადამიანის უფლებათა დამცველი ნინო ბურჯანაძეს ეროვნულ მოღალატეს უწოდებს და ამბობს, რომ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ რუსული დერეფნები მხარდაჭერის თხოვნით მოიარა.

„მას არც კი მოერიდა ჩასულიყო ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც ოკუპანტია. ეს იგივეა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისელი პოლიტიკოსი ჰიტლერთან ჩასულიყო და ჩერჩილზე ეჩივლა. წარმოიდგინეთ, როგორ დახვდებიან მას ინგლისში, საქართველოში კი ბურჯანაძე არც დააპატიმრეს.“- ნათქვამია ინტერვიუში. ნოვოდვორსკაია აცხადებს, რომ მოღალატე არ შეიძლება იყოს გამოკვეთილი პოლიტიკოსი.

„რუსეთის გარეშე ის შეიძლება გამხდარიყო მომავალი პრეზიდენტი, თუმცა მან მოღალატეობა ამჯობინა. საქართველო მას ამას არასოდეს აპატიებს” ,- ამბობს რუსი ჟურნალისტი.

onlinenews.ge

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები