მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნუგზარ წიკლაური ბიძინა ივანიშვილს საქართველოს დისკრედიტაციაში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური ბიძინა ივანიშვილს საქართველოს დისკრედიტაციული განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს. 'ნაციონალური მოძრაობის' წარმომადგენელმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მომავალი პრემიერის მიერ გუშინ გაკეთებული ის განცხადება გააპროტესტა, რომელშიც ივანიშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთი კავკასიის ქედის გადმოსალახად საუკუნეების განმავლობაში ემზადებოდა, თუმცა ეს სწორედ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო შეძლო. 
'მინდა შეშფოთება გამოვხატო იმ განცხადების გამო, რომელიც რუსულმა პრესმა აიტაცა და რომელშიც მომავალმა პრემიერმა განაცხადა, რომ რუსეთი საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა კავკასიის ქედის გადმოლახვას და ეს ახლა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო გახდა შესაძლებელი. საუბარი კვლავ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზეზი იყო ის, რომ ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, არის ჩვენი ქვეყნის ინტერსების დამაზიანებელი და საფრთხეს უქმის საქართველოს დეოკუპაციას და არაღიარების პოლიტიკას', - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. 
ამასთან მან გააკრიტიკა ისიც, კოალიცია ქართული ოცნების პროგრამაში სიტყვა 'ოკუპაცია' ნახსენები არაა. 
'თქვენ ხართ მთავრობა და ყველა მთავრობა დაკავებული უნდა იყოს ქვეყნის ეროვნული ინტერსებისა და სუვერენიტეტის დაცვით და არა იმით, რითაც დაკავებული ხართ - რასაც თქვენ აკეთებთ, არის საქართველოს დისკრედიტაცია', - აღნიშნა წიკლაურმა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები