მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნუგზარ წიკლაური ხელისუფლებასა და ოქროაშვილს შორის გარიგებას არ გამორიცხავს

'ნაციონალური მოძრაობის' ერთ_ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და ხელისუფლებას შორის გარიგებას არ გამორიცხავს.

,,ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნება პირველი ოქტობრის არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი იყო განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პარლამენტმა აქტიური განხილვები დაიწო სხვადასხვა პირებისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების შესახებ', - განაცხადა წიკლაურმა.

,,ვფიქრობ, ირაკლი ოქრუაშვილთან წინასწარი მოლაპარაკებები სავარაუდოდ, მის საქართველოში დაბრუნებამდე მიმდინარეობდა და კონსულტაციები ხელისუფლებასთან მომავალშიც გაგრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლებასთან დაიწყებს თანამშრომლობას და ყოფილი თანამებრძოლების წინააღმდეგ ქმედებების განხორციელებასა და ჩვენებების მიცემას დაიწყებს, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან გამოშვება მალე მოხდება', _ განაცხადა წიკლაურმა,

epn.ge 

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები