მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ობამამ რომნი რუსეთთან დაკავშირებული განცხადებების გამო გააკრიტიკა

ბარაკ ობამამ თავისი კონკურენტი მით რომნი გააკრიტიკა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთთან მიმართებაში მკაცრი პოლიტიკაა საჭირო.

„ჩემი ოპონენტი და მისი მეწყვილე (ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი პოლ რაიანი) ახალბედები არიან საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვესმის და რასაც ვხედავთ, ჩანს, რომ მათ სურთ უკან, უხეში გამოხდომებისა და შეცდომების ეპოქაში დაგვაბრუნონ, რომლებიც ძალიან ძვირად დაუჯდა ამერიკას. თქვენ ხომ არ უწოდებთ ჩვენს ნომერ პირველ მტერს რუსეთს და არა „ალ-ქაედას', თუკი გესმით, რომ ცივი ომის დრო წავიდა' მიმართა აუდიტორიას ობამამ დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ჩრდილოეთ კაროლინაში.

მით რომნიმ ობამას პოლიტიკა რუსეთის მიმართ მკაცრად გააკრიტიკა და დაპირდა ამომრჩეველს, რომ ის მოსკოვთან უფრო მკაცრი იქნება. მან ამერიკის ნომერ პირველი მტერი რუსეთს უკვე მერამდენეჯერმე უწოდა.

internet.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები