მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ობამა ამერიკელებს ახალ იმედებს შეჰპირდა

ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ შერლოტში მიმდინარე დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე კულმინაცია ცხადია იყო მოქმედი პრეზიდენტის, როგორც მან საკუთარი თავი წარადგინა, „ შემოწმებული და გამოცდილი ლიდერის', ბარაკ ობამას გამოსვლა. იგი ყრილობაზე დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა.

აღშანიშნავია ისიც, ობამამ აღიარა პრეზიდენტობის პერიოდში დაშვებული რიგი შეცდომები, მაგრამ განაცხადა, რომ იმედებით აღსავსეა და მიეცემა საშუალება ამერიკელთა ოცნება და მისწრაფებები აღასრულოს.

როგორც სოციოლოგიური გამოკითხვები უჩვენებენ, ობამასა და მით რომნის შორის ჯერჯერობით, თანაფარდობაა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ობამამ დაკარგა პოპულარობის ის გარკვეული ნაწილი, რის გამოც იგი 2008 წელს პრეზიდენტად აირჩიეს.

ამერიკელებს განსაკუთრებით აწუხებთ ეკონომიკური მდგომარეობა და, კერძოდ, უმუშევრობა, რომელმაც 8,3 %-ს მიაღწია. ამერიკის უახლოეს ისტორიაში მხოლოდ ორმა პრეზიდენტმა მოახერხა ხელმეორედ არჩეულიყვნენ მაშინ, როცა უმუშვრობა 7 %-ს აჭრბებდა. ესენი იყვნენ ფრანკლინ რუზველტი და რონალდ რეიგანი. გაიმეორებს მათ მიღწევებს ობამა თუ არა, 6 ნოემბერს გამოჩნდება.

თავად მან აღნიშნა, რომ მისი დაბალი რეიტინგი განპირობებულია იმ არაპოპულარული გადაწყვეტილებებით, რომლებიც იძულებული გახდა მიეღო.

თავიდან დაგეგმილი იყო ობამას გამოსვლა შარლოტის სტადიონზე, რომელიც 74 ათას კაცს იტევს, მაგრამ ამინდმა აქ კორექტივები შეიტანა და ობამას გამოსვლა გადატანილიქნა დარბაზში, რომელიც მხოლოდ 15 ათას კაცს იტევს. თუმცა, რესპუბლიკელებმა მაინც განაცხადეს, რომ დემოკტრატები სტადიონის გავსებას მაინც ვერ მოახერხებდნენო

ობამას გამოსვლაში სხვა საკითხებთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო რუსეთთან ურთიერთობებსაც და ასევე ირანის   თემასაც. თუმცა აქ განსაკუთრებული სიახლე არაფერი თქმულა.

რაც შეეხება ავღანეთსა და ერაყს, მან აღნიშნა „ ჩემმა ოპონენტმა (რომნიმ) ერაყში ომის დასრულებას ტრაგედია უწოდა და არ გვეუბნება არაფერს, თუ როგორ დაასრულებს ომს ავღანეთში. მე კი ის ომი (ერაყში) დავასრულე და დავასრულებ ამ ომსაც (ავღანეთში)', - წაიტრაბახა ობამამ.

ერთი სიტყვით, ობამამ ამერიკელებს ახალ იმდებს შეჰპირდა. ეს საკარისი იქნება თუ არა, რომ ხელმეორედ აირჩიონ, 6 ნოემბერს გაირკვევა.

რაც შეება მით რომნის, მან წინასწარ განაცხადა, რომ დემოკრატების ყრილობის თაობაზე არც ერთი გამოსვლისთვის არ უყურებია და არც ობამას სიტყვით გამოსვლის ყურებას გეგმავს.

რომნის შტაბმა კი გაავრცელა განცხადება: „დღეს პრეზიდენტმა ობამამ ამომრჩევლების წინაშე მდგარი ამოცანების არსზე ისაუბრა და მისი არგუმენტაცია იყო, რომ უნდა გაგრძელდეს ის პოლიტიკა, რომელმაც ბოლო ოთხი წლის მანძილზე ვერ იმუშავა. მან ახალი დაპირებები გასცა, მაგრამ ოთხი წლის წინ მიცემული პირობა ვერ შეასრულა'.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები