მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ობამა მოულოდნელად ავღანეთში ჩავიდა

ბარაკ ობამა გუშინ საღამოს, მოულოდნელად ავღანეთში ჩავიდა - იუწყება სააგენტო „ფრანს-პრესი'.

ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის შეხვდება და ვაშინგტონსა და ქალბულს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერს ხელს.

დოკუმენტი განსაზღვარს ავღანეთში ამერიკული არმიის ნაწილების განთავსების პირობებს მას შემდეგ, რაც 2014 წელს ქვეყანას ნატო-ს ჯარები დატოვებენ.

როგორც სააგენტო „როიტერი' ბარაკ ობამას ადმინისტრაციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გამოცხადდება იმის შესახებ, რომ აშშ ავღანეთს თავის მთავარ მოკავშირედ თვლის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები.

Internet.ge 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები