მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ობამა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ავღანეთში მომხდარი ინციდენტის გამო

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამერიკელი ჯარისკაცის მიერ ავღანეთში 16 სამოქალაქო პირის დახოცვის გამო. ინციდენტი კვირას მოხდა სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში. ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ მომხდარს „განზრახ მკვლელობები' უწოდა და ნატოსაგან ახსნა-განმარტება მოითხოვა. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, ლიონ პანეტამ სატელეფონო საუბრის დროს შეატყობინა კარზაის, რომ მიმდინარეობს გამოძიება. გავრცელებული ცნობების თანახმად, ამერიკელი ჯარისკაცი, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, კვირას დილაუთენია გავიდა სამხედრო ბაზიდან და სროლა დაუწყო ავღანელ სამოქალაქო პირებს მათს სახლებში, ფანჯვაის რაიონის სოფელ ალეკოზაიში. მოკლულებს შორის არის ცხრა ბავშვი. ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერმა საერთაშორისო ძალებმა (ISAF) ბოდიში მოიხადა ინციდენტის გამო და განაცხადა, რომ ჯარისკაცი დაპატიმრებულია. 

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები