მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ოკუპირებულ რეგიონებში ფრენები რუსეთის საგარეო უწყების ნებართვით განხორციელდება

ინცინდენტების თავიდან აცილების მიზნით, „როსავიაციამ', რუსული ავიაკომპანიები, რომლებიც სატვირთო რეისებს ასრულებენ, გააფრთხილა, რომ ფრენების მიზანშეწონილობა ზოგიერთ ქვეყნებში სამინისტროსთან შეათანხმოს.

ამ ქვეყანათა სიაში კი შედის საქართველო და მისი ოკუპირებული რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ასევე ალჟირი, გვატემალა, ისრაელი, ირანი, ყირგიზეთი, კოლუმბია, კონგო, ჩრდილოეთ კორეა, ლიბანი, ნიგერია, პაკისტანი, სერბეთი, სუდანი, ტაჯიკეთი, ჩადი, ერითრეა, ეთიოპია, ინდოეთი, კენია, ერაყი, ავღანეთი, ემენი, ლიბია, პალესტინა და სირია.

როგორც რუსული მედია იუწყება, ზემოაღნიშნული ქვეყნები „რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის' ქვეყნებად ითვლება და ამის გამო, რათა თავის საჰაერო ხომალდებს პრობლემები არ შეექმნას, რუსეთის საგარეო უწყება საერთაშორისო ფრენების წინასწარ მასთან შეთანხმებას მოითხოვს.

internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები