მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ოლანდის პარტია პარლამენტში უმრავლესობით გავიდა

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. პრეზიდენტ ოლანდის სოციალისტურმა პარტიამ საკმარისი ოდენობის ადგილები მოიპოვა, რათა პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა შექმნას.

ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში სოციალისტებს 289-ზე მეტი ადგილი ექნებათ, ანუ, იმაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერი კანონის მისაღებადაა საჭირო. წინასწარი მონაცემებით, ოლანდის პარტია არსებული 577 ადგილიდან 315-ს მიიღებს. ამგვარად სოციალისტებმა საფრანგეთის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

როგორც საფრანგეთის პრემიერმა ჟან-მარკ ეირომ განაცხადა, არჩევნების შემდეგ ქვეყნის მთავარი ამოცანა ევროზონის შენარჩუნება და ეკონომიკური ზრდა იქნება.

პირველად, ბოლო 25 წლის განმავლობაში, პარლამენტში მანდატი მოიპოვა უკიდურესად მემარჯვენე ნაციონალურმა ფრონტმა. ოლანდის ყოფილი თანამებრძოლისა და სოციალისტთა ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის სეგოლენ რუაიალის პარტია კი საკანონმდებლო ორგანოს მიღმა დარჩა.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები