მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ოლანდს ელისეის სასახლეში გადასვლა არ სურს

საფრანგეთის ახალ პრეზიდენტს არ სურს ელისეის სასახლეში გადასვლა, რადგან გაცილებით თავისუფლად გრძნობს თავს საკუთარ ბინაში.

ასეთი განცხადება გააკეთა ფრანსუა ოლანდმა მეზობლებისა და ჟურნალისტების წინაშე, თავისი ბინის სიახლოვეს, ერთ-ერთ რესტორანში სადილის შემდეგ. მან დაადასტურა, რომ ეცდება იყოს „ნორმალური, ჩვეულებრივი პრეზიდენტი'.

„ჩემთვის აქ ყოფნა უკეთესია. ყოველთვის უკეთესია იცხოვრო ნორმალური ცხოვრებით. რა თქმა უნდა, არსებობს უსაფრთხოების ნორმები, მაგრამ მე მსურს, დავრჩე თავისუფალ იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია,' - განაცხადა ოლანდმა. 

„ერთ-ერთმა პირმა პრეზიდენტი ავტომობილის კართან შეაჩერა, ოლანდი დიდხანს საუბრობდა მეზობელთან და დიდხანს ართმევდა მას ხელს,' - წერს „რია ნოვოსტი'.

საფრანგეთის ახალ პრეზიდენტს უყვარს, როცა თავად ყიდულობს რამეს, ამასთან, უპირატესობას პატარა, კერძო მაღაზიებს ანიჭებს. გამოსასვლელ დღეებში, ის ხშირად სეირნობდა პროდუქტების ბაზარში თავის მეუღლესთან, ვალერი ტრიერვეილერთან ერთად. წინასაარჩევნო პერიოდში, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა კიდეც, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ამ სიამოვნებას მოკლებული იქნებოდა.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები