მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ოლიმპიადაზე დღეს ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

ორდღიანი შესვენების შემდეგ, ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლას განაგრძობენ. თავის გამოჩენის შანსი დღეს თვისუფალი სტილით მოჭიდავეებს მიეცემათ. 
55 კგ. წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იჭიდავებს, 74კგ-ში კი - დავით ხუციშვილი გამოვა. 
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პირველ ორთაბრძოლას თბილისის დროით 16:00 საათზე გამართავს. 
პირველ წრეში მისი მეტოქე ეგვიპტელი იბრაჰიმ ფარაქ აბდელჰაკიმ მოჰამედი იქნება, მეორე წრეში სავარაუდო მეტოქედ ბულგარელი მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი რადოსლავ მარინოვ ველიკოვი ელოდება, მისი დამარცხების შემთხვევაში შესაძლოა, ისევ ირანელ მსოფლიოს მედალოსან ჰასან რაჰიმის შეხვდეს. 
რაც შეეხება დავით ხუციშვილს, მისი პირველი ორთაბრძოლა 16:10 საათზე დაიწყება. პირველ წრეში ხუციშვილი მონღოლ უნურბატ პურევჯავს ეჭიდავება, მეორე წრეში კი შესაძლოა, ვენესუელელ რიკარდო ანტონიო რობერტო მორენოს შეხვდეს.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები