მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ოლიმპიადის მესამე დღეს 12 ჯილდო გათამაშდება

ლონდონის ოლიმპიური თამაშების მესამე დღეს მედლების 12 კომპლექტი გათამაშდება.

ძიუდოში, ყველაზე ძლიერი მამაკაცები და ქალები 73 კგ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. ამ კატეგორიაში იასპარეზებს 22 წლის ნუგზარ ტატალაშვილიც.

ცურვაში 4 შეჯიბრი ჩატარდება: 200 მეტრზე თავსუფალი ცურვა მამაკაცებს შორის, 100 მეტრზე ზურგით ცურვა როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს შორის, და 100 მეტრზე ცურვა ბრასით ქალებს შორის. აქვე გათამაშდება მედლები მამაკაცთა სინქრონულ ხტომაში 10 მეტრიანი ტრამპლინიდან.

მამაკაცები ერთმანეთს სპორტულ ტანვარჯიშშიც დღეს გაეჯიბრებიან. მედლებს გაინაწილებენ მშვილდოსნებიც, რომელთა შორის ქართველი ქრისტინე ესებუაც იქნება.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან მძიმეწონიან ათლეტებს შორის 62 (მამაკაცები) და 58 (ქალები) კგ კატეგორიებში. ასევე, ქალთა ინდივიდუალურ ფარიკაობაშიც.

Internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები