მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ოლიმპიური დღის ქართული განრიგი - 6 აგვისტო

6 აგვისტო ლონდონის ოლიმპიადაზე ერთ-ერთი ყველაზე უფრო დატვირთული დღე იქნება ქართული დელეგაციისათვის - ორშაბათს ერთდროულად 4 ქართველი სპორტსმენი ჩაებმება ასპარეზობაში და შეეცდება ქვეყანას მედლები მოუტანოს.

4-დან 3 ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეა: 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში რევაზ ლაშხი იჭიდავებს, 84 კგ-ში ვლადიმერ გეგეშეძე იბრძოლებს, ხოლო 120 კილოგრამში საქართველოს ღირსებას გურამ ფერსელიძე დაიცავს.

მოჭიდავეების შემდეგ, ცოტა მოგვიანებით ოლიმპიადაზე ძალოსანი გია მაჭავარიანიც ჩაერთვება, რომელიც 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეეცდება მედლის მოპოვებას.

განრიგი

რევაზ ლაშხი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 60 კგ. 1/8 ფინალი) - საიედ ჰამედი (ეგვიპტე) - 16.45 სთ.

ვლადიმერ გეგეშიძე (ბერძნულ-რომალული ჭიდაობა 84 კგ. 1/8 ფინალი) -  სამან ტაჰმასები (აზერბაიჯანი) - 16.36 სთ.

გურამ ფერსელიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 120 კგ. 1/8 ფინალი) - ვალეზუელა აიუბი (ჩილე) - 16.36 სთ.

გია მაჭავარიანი (ძალოსნობა, 105 კგ. A ჯგუფი) - 22.00 სთ.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები