მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ოპერისა და ბალეტის თეატრიდან 46 თანამშრომელი გაათავისუფლეს

ოპერისა და ბალეტის თეატრიდან 46 თანამშრომელი გაათავისუფლეს. გაზეთ 'ქრონიკის' ინფორმაციით, გათავისუფლებული არიან როგორც შემოქმედებითი ჯგუფის, ორკესტრის წევრები, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლებიც. გაზეთის ინფორმაციით, გათავისუფლებულებია არიან - ვახტაგ მაჭავარიანი; კახა ჯაგაშვილი, ბეჟან ნანობაშვილი და კლარნეტისტი, გვარად ჯანჯალაშვილი'. სამსახურიდან გათავისუფლებას ადასტურებს ბეჟან ნანობაშივილი და ვახტანგ მაჭავარიანი. მათი თქმით, კადრების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და ტელეფონით შეატყობინეს, რომ მათთან ხელშეკრულება შეწყვეტილია.

'დამირეკა ვიღაც ქალბატომა არ მახსოვს ბუღალტერიიდან თუ კადრებიდან, ვერ გეტყით, მაგრამ ძალიან დამნაშავე ხმა ჰქონდა. მე მას არაფერს ვერჩი. მითხრა, რომ ჩემი მათთან თანამშრომლობა შეწყდა', - აცხადებს გაზეთთან საუბარში ვახტანგ მაჭავარიანი.

'კადრებმა შემატყობინა, რომ გათავისუფლებული ხარ სამსახურიდანო... საყვარელიძის მიღებული ხალხს ყველას გვიშვებენ. საყვარელიძე მიჩნეული ჰყავთ როგორ ნაციონალური მოძრაობის წევრი, მაგრამ მას დაავიწყდა, ჟორდანიას, რომ მე ქართული ოცნების აქტიური წევრი ვარ, ძალიან ახლო ურთიერთობაში ვარ ივანიშვილის ოჯახთან. მე გახლდით სამუსიკო სკოლის დირექტორი სამტრედიაში და ივანიშვილის ცოლის, ეკას დედა, ჩემთან მუშაობდა. მუსიკის მასწავლებელი იყო. ძალიან კარგი პიროვნება უკრაინელი ქალბატონი', - აცხადებს სამსახურიდან გათავისუფლებული მუსიკოსი ბეჟან ნანობაშვილი.

გაზეთი ასევე აქვეყნებს თეატრის მმართველის გიორგი ჟორდანიას კომენტარს, რომელიც ამბობს, რომ თანამშრომლები არ გაუთავისუფლებია.

'ვახტანგ მაჭავარიანი გათავისუფლებული არ არის. ის არის ჩვენი მოწვეული მთავარი დირიჟორი.. ტყუილია, ეს არის ჭორები... რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულია 28 თანამშრომელი, დანარჩენებმა ტავად დაწერეს განცხადებები..', - აცხადებს ჟორდანია.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები