მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ოპოზიციის ცალკეულ ლიდერებთან ჰილარი კლინტონის შეხვედრა დაგეგმილი არ არის

ამერიკის შეერთებული შტატების სახლემწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოში ვიზიტის დროს ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. ამის შესახებ 'ინტერპრესნიუსს' საქართველოში აშშ-ის საელჩოში განუცხადეს. 
მათივე ინფორმაციით, საელჩომ მიმართა ოპოზიციურ პარტიებს, დაესახელებინათ თავისი წარმომადგენლები, რომლებიც ამ შეხვედრას დაესწრებოდნენ.
რაც შეეხება ცალკეულ ლიდერებთან პირისპირ  შეხვედრას, ასეთი შეხვედრა დაგეგმილი არ არის. 
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე 'ქართული ოცნების' პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, 'ქართული ოცნებისა' და აშშ-ის სახელმწიფი მდივნის ჰილარი კლინტონის შეხვედრის ფორმატი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. 
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოში დღეს ჩამოდის, ოფოციალურ შეხვედრებს კი, ხვალ დილიდან დაიწყებს.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები