მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ორი ქართველი ქალი თურქეთში განაჩენის მოლოდინშია

ორი ქართველი ქალი თურქეთში განაჩენს ელოდება. 37 წლის ინდირა აბაშიძე და 29 წლის ზეინაბ კენჭაძე პროსტიტუციისა და ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით არიან დაკავებული. ამ ბრალდებით თურქეთში სულ 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. თურქ ბიზნესმენთან ერთად პასუხისგებაშია მიცემული მისი ქართველი პარტნიორი ქალიც. ადგილობრივი გაზეთების ცნობით პროსტიტუციის უკანონო ბიზნეს სწორედ იგი ხელმძღვანელობდა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ორგანიზებული ჯგუფის ქართველ ლიდერს ახალგაზრდა გოგოები საქართველოდან თურქეთში მოტყუებით ჩაყავდა. ადგილზე ჩასულებს საბუთებს ართმევდა. სიკვდილის მუქარითა და შანტაჟით კი მეძავობას აიძულებდა. ამ სკანდალური და გახმაურებული საქმის პარალალერად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქულმა მხარემ რეიდები გაახშირა და სხვა და სხვა ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს პასპორტების შემოწმება.

რუსთავი 2

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები