მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ორსული ქალბატონი სამსახურიდან მეუღლის პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  ქარელის მუნიციპალიტეტიდან ორი პირის გათავისუფლებას ეხმიანება.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ განაცხადა,  ნელი საქუაშვილმა წერილობით მიმართა საიას გორის ოფისს და განუცხადა, რომ გათავისუფლების შესახებ განცხადება ზეწოლის შედეგად დაწერა.

როგორც მაისურაძე საიასთვის გაგზავნილ წერილში  მიუთითებს, როცა ვითარებაში გასარკვევად ივ. ოსაძეს მიმართა, მისგან ასეთი პასუხი მიიღო: ,,ზემოდან დამავალეს გამეთავისუფლებინე, რადგან შენი მეუღლე ''ნაციონალებს'' უჭერდა მხარსო.'

„გარდა ამ ფაქტისა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ნინო მაისურაძის შემთხვევა, რომელმაც საიას განუცხადა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ფცის ტერიტორიული ორგანოდან იმ დროს გათავისუფლდა, როდესაც ორსულობის გამო დეკრეტულ შვებულებაში აპირებდა გასვლას. ამ შემთხვევაშიც ჩვენი შეფასებით ადგილი ქონდა რიგ კანონდარღვევებს',- განაცხადა საიას თავმჯდომარემ.

თავად ნინო მაისურაძე მის გათავისუფლებაში პოლიტიკურ ინტერესს ხედავს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მასთან ერთად 3 ადამიანს დააწერინეს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება, სამივე მათგანი მალევე აღადგინეს, ის კი „პარტიული შეხედულებების' გამო სამსახურის გარეშე დარჩა.

„ჩემი ქმარი „ნაციოლური  მოძრაობის' აქტიური მხარდამჭერია. ამოტომაც გამათავისუფლეს',- აცხადებს მაისურაძე. 

საია მოუწოდებს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადახედოს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და გათავისუფლებული მოხელე სამსახურში დაუყოვნებლივ აღადგინოს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში მაისურაძეს ჩვენ გავუწევთ შესაბამის იურიდიულ დახმარებას და გამოვიყენებთ ყველა სამართებრივ მექანიზმს მისი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით',- აცხადებენ საიაში.

შეგახსენებთ, რომ  2012 წლის 18 დეკემბერს, ტელეკომპანია „თრიალეთის' ეთერში ბატონმა ივ. ოსაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ თანამშრომლებს მოსთხოვა გათავისუფლების შესახებ განცხადებების დაწერა, რის შემდეგაც თავად გადაწყვეტდა ვინ დაებრუნებინა სამსახურში და ვინ არა.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები