მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ოსი სეპარატისტები: თბილისის გადაწყვეტილება რუსეთთან სავიზო მიმოსვლის გაუქმების თაობაზე პროპაგანდაა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილებას რუსეთთან სავიზო მიმოსვლის გაუქმების თაობაზე 'პროპაგანდისტულ ფანდს' უწოდებს.

ოსი სეპარატისტების მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომელიც მან საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას გაახმოვანა და რომელიც საქართველოს მხრიდან რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის გაუწმებას ეხება 'მიმართულია არა იმდენად რუსეთის მოქალაქეების ნაკადის გაზრდისაკენ საქართველოს მიმართულებით, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისათვის მითის ჩასანერგად მისი 'კონსტრუქციულობისა' და 'მშვიდობისმოყვარეობის' შესახებ', _ ნათქვამია სეპარატისტების განცხადებაში.

სეპარატისტების აზრით, ქართველი პოლიტიკოსების თეზისები ფართო მხარდაჭერას ჰპოვებენ დასავლეთში და საქართველოს პრეზიდენტის ეს განცხადება 'სხვა არაფერია თუ არა ფია-აქცია, რომელიც დასავლურ აუდიტორიაზეა გათვლილი'. 
'ისე რომ რუსეთის მხრიდან კონსტრუქციულ წინადადებებს არც კი ელოდნენ ქართველმა პარლამენტარებმა და პოლიტიკოსებმა ლანძღვა და შეურაცხყოფა დაიწყეს და იმთავითვე მიუღებელი პირობები წამოაყენეს - რუსეთს უკან უნდა წაეღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება და ამ სახელმწიფოებში არსებული თავისი საელჩოები უნდა დაეხურა', _ აცხადებენ სეპარატისტები და იქვე აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეს განცხადება 'მესამე სახელმწიფოების ორმხროვ ურთიერთობებში ჩარევაა'.

მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ოდნავადაც დაინტერესებული რომ იყოს ურთიერთობების აღდგენით, უპირველეს ყოვლისა გააუქმებდა კანონს 'ოკუპირებული ტერიტორების შესახებ' .

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები