მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ოსლოში დღეს ევროკავშირს ნობელის მშვიდობის პრიზს გადასცემენ

დღეს, ოსლოში, ევროკავშირს ოფიციალურად დააჯილდოვებენ ნობელის მშვიდობის პრიზით. ამ პატივის მისაღებად ოსლოს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი, კომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი ეწვივნენ. მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ევროკავშირს ოქტომბერში გადაეცა თავისი არსებობის მანძილზე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განუხრელი მხარდაჭერისათვის. ნობელის კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას მსოფლიოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ბევრი მიიჩნევს, რომ ევროკავშირისათვის მშვიდობის დარგში ნობელის პრიზის გადაცემა არასწორი იყო. ასეთი განწყობა იყო დღეს ოსლოშიც, სადაც ევროდელეგაციის ჩამოსვლას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ ევროკავშირისათვის ნობელის პრიზის გადაცემა უსამართლობაა, რადგან ორგანიზაცია ვაჭრობს იარაღით, არის არადემოკრატიული კავშირი და უსამართლოდ ეპყრობა საბერძნეთს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები