მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ოქრუაშვილის მოსკოვურ შეხვედრებს რუსული წყაროებიც ადასტურებენ

 

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი რომელმაც სამშობლო რამდენიმე წლის წინ დატოვა და თავშესაფარი საფრანგეთში მიიღო, მოსკოვში გამოცხადდა. მანამდე კი სააკაშვილის ყოფილმა თანამოაზრემ, რომელიც ცოტა ხნის წინ ოპოზიციონერად გარდაიქმნა, საქართველოში „ელვისებური' რევოლუცია დაანონსა, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა მოეწყოს.

აღვნიშნავთ, რომ ქართველი ოპოზიციონერების მხრიდან სააკაშვილის რეჟიმის რუსეთის დახმარებით დამხობის ეს უკვე მესამე მცდელობაა. ადრე მოსკოვთან მოლაპარაკებები გამართეს სხვა ოპოზიციონერებმა - ნინო ბურჯანაძემ და ზურაბ ნოღაიდელმა.

ჯერჯერობით გაურკვეველია, ოქრუაშვილი მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურებთან კონსულტაციას დაჯერდება, თუ რუსეთი ცხინვალის გავლით მის თბილისში დაბრუნებას უზრუნველყოფს. ცოტა ხნით ადრე ოქრუაშვილი აცხადებდა, რომ თბილისში 21 მაისს დაბრუნდებოდა.

ირაკლი ოქრუაშვილის მოლაპარაკებები მოსკოვთან, ცოტა არ იყოს, გასაკვირია, თუ გავიხსენებთ, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინ სააკაშვილის ექს-თანამოაზრე აცხადებდა, რომ „რუსებს შეუძლიათ დალიონ ფეკალური მასები' და სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყრით იმუქრებოდა. როგორც ჩანს, ხელისუფლების წყურვილმა ოქრუაშვილის მეხსიერება დაამოკლა.

 

droni.ge

ე.შ 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები