მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ოქრუაშვილის პროცესზე ადვოკატი პროკურორს კოდექსის თავზე გადახევით დაემუქრა

საქართველოს ყოფილი თავდაცის მინისტრის სასამართლო პროცესი მიმდინარეობისას, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ორი ბრალდებულის გაბრიელ ყავლიაშვილის და გიორგი გაბროშვილის ადვოკატი ლალი აფციაური საქმეს ჩამოაშორა, დარბაზიდან გააძევა, 500 ლარით დააჯარიმა და საქმეს ჩამოაშორა. 

გაძევების მოტივად მოსამართლემ ადვოკატის მხრიდან პროკურორის შეურაცხყოფა დაასახელა. სასამართლო სხდომაზე, ადვოკატმა ლალი აფციაურმა პროკურორს მოუწოდა ხელი არ შეეშალა მოწმის დაკითხვაში, წინააღმდეგ შემთხვევაში კოდექს თავზე დაახევდა, რაც ადვოკატის დაჯარიმების და გაძევების საფუძველი გახდა.  

ამ წუთებში სხდომაზე გამოცხადებულია ნახევარსაათიანი შესვენება, ვინაიდან ორი ბრალდებული გაბრიელ ყავლიაშვილი და გიორგი გაბროშვილი დაცვის გარეშეა დარჩენილი.

მათ დაცვას სავარაუდოდ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატები მამუკა ჭაბაშვილი ან ზვიად კორძაძე აიღებენ თავზე. 

ადვოკატი ლალი აფციაური მოსამართლის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და აპირებს სასამართლოს მიმართოს განცხადებით, საქმეზე აღდგენის მოთხოვნით. 

news.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები