მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'ოცნებით' უკმაყოფილო მოქალაქეები 'ნაციონალების' აქციაზე მიდიან

საზოგადოებრივი მოძრაობა '19 აპრილის' წარმომადგენლებმა ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში შეხვედრა გამართეს. ისინი 19 აპრილს, თბილისში დაგეგმილ 'ნაციონალების' აქციას უერთდებიან. მოძრაობის წევრების განცხადებით, მათ სურთ 'ქართულ ოცნებას' დაანახონ, რომ ქვეყანაში არსებობს ოპოზიცია მოქალაქეთა გაერთიანების სახით, რომელიც ხელისუფლების საქმიანობით კმაყოფილი არ არის. 

გარდა ამისა, '19 აპრილის' წარმომადგენლები იმასაც აცხადებენ, რომ არასოდეს, არც ერთი პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაში არ ყოფილან. თუმცა, ამ შემთხვევაში მათი და 'ნაციონალების' მოსაზრებები ქვეყნის ინტეგრაციის თვალსაზრისით ერთმანეთს ემთხვევა.

ambebi.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები